11 სექტემბერი იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღესასწაულია

 

11 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.სახარების მიხედვით, წმიდა იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით . ნათლისმცემელი ჰეროდეს საპყრობილეში ჰყავდა დატყვევებული, რადგან მას უზნეო ცხოვრების გამო ამხელდა - კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრებისათვის. ჰეროდეას ქალიშვილმა, სალომეამ, დედის ჩაგონებით, ჰეროდეს წინასწარმეტყველისთვის თავის მოკვეთის სურვილით მიმართა. წვეულებაზე სალომეას ცეკვით მოხიბლული ჰეროდე მას ნებისმიერი სურვილის შესრულებას დაჰპირდა. სალომეამ ლანგარზე წმ. იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. მორწმუნეები ამ დღეს, ტრადიციულად, მარხვით აღნიშნავენ.