


12 ოქტომბერს თბილისი-გურჯაანი-თბილისის მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან
12 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან გურჯაანის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებს. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ტრანსპორტი 13:00 და 14 საათებზე წამოვა და უკან 22 საათის შემდეგ დაბრუნდება.
ღვინის ფესტივალისთვის სამზადისი ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უკვე ცნობილია ღონიძიებების განრიგიც. აქტივობები დღის ორი საათიდან დაიყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. ვიზიტორებს აქ მრავლფეროვანი და საუცხოო გარემო დახვდებათ. ღონიძიებები კი ყველა ასაკისა და გემოვნების სტუმარზე იქნება გათვლილი.