

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობა კმაყოფილია. გურჯაანის სატრანსპორტო კომპანია კომფორტული ავტობუსებით მოქალაქეებს ორ თვეზე მეტია ემსახურება. გზავრობის ღირებულება 1 ლარია, თუმცა განახევრებული ტარიფით სარგებლობენ პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მრავალშვილიანი ოჯახები. სპეციალური ბარათების დასამზადებლად მოქალაქეებმა სოფლის რწმუნებულებს უნდა მიმართონ.