2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი 28 ნოემბრის

ჩათვლით გაგრძელდება


საქსტატის ინფორმაციით, თვითრეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა.
მათივე ცნობით, ამ მეთოდით უკვე ისარგებლა ათეულობით ათასმა მოქალაქემ, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ეხლაც და მათი რაოდენობა მზარდია.
თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები აღწერის კითხვარს დამოუკიდებლად, საქსტატის ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით ელექტრონულად ავსებენ მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. კითხვარი განთავსებულია საქსტატის ვებ-გვერდზე https://census2024.geostat.ge/ka
ეს მეთოდი ხელსაყრელია იმ რესპონდენტებისთვის, რომელთაც არ სურთ ინტერვიუერის სახლში სტუმრობა ან/და არ აქვთ საკმარისი დრო პირისპირ ინტერვიუსთვის. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს, აღწერაში მონაწილეობის დასადასტურებლად.