


2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში ხანძრების შედეგად 392 შენობა-ნაგებობა განადგურდა
2024 წლის ცხრა თვეში საქართველოში ხანძრების შედეგად 392 შენობა-ნაგებობა განადგურდა, რაც 2023 წლის 12 თვის მონაცემზე მეტია - ინფორმაციას საქსტატი შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემებით, 9 თვეში ხანძრების შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, 167-მა მოქალაქემ კი ტრავმა მიიღო.
გარდა ამისა, ხანძრების შედეგად წელს სამ კვარტალში 15 რქოსანი პირუტყვი დაიღუპა, 2023 წელს კი 63.