2025 წელს პენსია შესაძლოა გაიზარდოს

 

2025 წელს პენსია  შესაძლოა  გაიზარდოს – ამის შესახებ   მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიაში წერია.
პროექტის მიხედვით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 335 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 400 ლარს გადააჭარბებს;