


2025 წელს რამდენით იზრდება ასაკობრივი პენსია
საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელს 70 წლამდე პენსიონერების პენსია 350 ლარი გახდება, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებნი კი 400 ლარს მიიღებენ.
რაც შეეხება სხვა ასაკობრივ კატეგორიას, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარი გახდება. ამავე კატეგორიის პენსიონერები მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს აიღებენ.