


26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევანობას აღნიშნავს
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს. გურჯაანის სამების საკათედრო მონასტერში სადღესასწაულო წირვა ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ილიამ აღავლინა.
ქეთევან დედოფალმა სიცოცხლის უკანასკნელი ათი წელიწადი შაჰ-აბასის ტყვეობაში გაატარა. უსასტიკესმა მმართველმა მას შეუთვალა, რომ ქრისტიანობას განდგომოდა, სანაცვლოდ კი დიდებით და პატივით ცხოვრებას მიიღებდა, თუმცა მყისიერი უარის გამო სასტიკად აწამეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს და გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
ქართველთა სამაგალითო დედოფლის წმინდა ნაწილები ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშია დაკრძალული.