


30 გურჯაანელ მოსწავლეს დებატების ტექნიკაში ტრენინგი ჩაუტარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის დებატების ტექნიკაში ტრენინგები იმართება.
საგანგებოდ შერჩეული 30 მონაწილე სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში 5 დღიან კურსს გაივლის.
ფორმალური დებატების სწავლებითა და მათი საჯარო დებატებში ჩართულობით მოსწავლეებს შეეძლებათ ცოდნასა და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მსჯელობა და ცივილური ოპონირება.
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2024 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში