


9 ოქტომბერს "ძირკოკობა" გაიმართება
9 ოქტომბერს, წმინდა იოანე მახარობლისა და ღვთისმეტყველის ხსენების დღეს სოფელი ძირკოკი განსაკუთრებულად აღნიშნავს.
"ძირკოკობის" დღესასწაულზე დაგეგმილია არაერთი სპორტული თუ კულტურული აქტივობა. გრანდიოზული საჭიდაო არენის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მინი-საფეხბურთო მოედანი კი ორი უმცროსი ასაკის ფეხბურთელთა ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლებს.
ცნობისთვის, სოფელ ძირკოკში მდებარეობს მეჩვიდმეტე საუკუნის წმინდანის სახელობის ტაძარი და სიმბოლურია, რომ ძირკოკობის დღესასწაულის დაარსებაც სწორედ ამ დღეს უკავშირდება.