


ალავერდი
სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა. უახლოეს მომავალში ასევე დამზადდება ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება.
სამონასტრო კომპლექსს 25 ივლისს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ზარალის აღმოსაფხვრელადაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უმოკლეს ვადებში დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოს განხორციელება.