


საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით, ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს.
11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.
იმიტირებული არჩევნები ჩატარდება გურჯაანის 9 საარჩევნო უბანზეც. 11 ოქტომბერს ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურას.
იმიტირებული კენჭისყრის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.