


აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის გარდა, კიდევ რა რეგულაციებს აპირებს ხელისუფლება
„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების ტარებას აკრძალავს. გარდა ამისა, რეგულაციები ამოქმედდება პიროტექნიკის შემოტანა-რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, ეს სფერო მოწესრიგებული იყოს.
ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას პარლამენტი მიმდინარე კვირას მიიღებს.