


ახალი რეკრიაციული სივრცე დედოფლისწყაროშიამინდი
დედოფლისწყაროს შეემატა ახალი რეკრიაციული სივრცე, რომელიც კახეთის რეგიონში თავისი მასშტაბურობით გამოირჩევა.
ქალაქის ცენტრალური პარკი 16 ჰექტარზე გაშენდა. მოეწყო საფეხმავლო და ველო ბილიკები, სპორტული და საბავშვო, გასართობი ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე გაკეთდა ხელოვნური ტბა.
პროექტი ,,განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მისი ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარზე მეტია.