


ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი გურჯაანში
გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონმა ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების გამართვის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც "ალაზნის" ყოფილმა ფეხბურთელებმა დავით სოლოღაშვილმა, გიორგი ჭუნიაშვილმა და დავით კევლიშვილმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში საფეხბურთო წრეები გახსნილიყო. ეს ფაქტორი კი თავისთავად ხელს შეუწყობს აღნიშნულ სახეობაში ნორჩი სპორტსმენების მასიურ ჩართულობას.