


გია ქიტესაშვილმა 65 წელს გადაცილებულ ვეტერან მოცურავეთა შორის მესამე საპატიო ადგილი დაიკავა.
ქალაქმა თბილისმა სენიორ მოცურავეთა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების საჭადრაკო კლუბის ხელმძღვანელმა, საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწე გიორგი ქიტესაშვილმა დიდ წარმატებას მიაღწია.
მან ბრასის დისციპლინაში მიიღო მონაწილეობა და 65 წელს გადაცილებულ ვეტერან მოცურავეთა შორის, მესამე საპატიო ადგილი დაიკავა.
ასევე შესანიშნავად იასპარეზა წარსულში საქართველოს აკადემიური ნიჩბოსნობის ნაკრები გუნდის წევრმა გურამ მამუკაშვილმა, რომელმაც მეოთხე-მეხუთე ადგილები გაიყო.
გამარჯვებულებს და პრიზიორებს სამახსოვრო თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.