გურჯაანელი მოხალისეები გარემოს დაცვის და კლიმატის შეცვლის საკითხებზე იმუშავებენ


რამდენიმე ახალგაზრდამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და ადგილობრივ ხელისუფლებას დასახმარებლად მიმართა.
მათი განმარტებით, ,,ჰელფინ ჰენდ,,-ის დახმარებით მუნიციპალიტეტში უკვე განახორციელეს  სხვადასხვა აქტივობა და პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ. საქმიანობის გასაგრძელებლად კი ეს დიდი მოტივაცია იყო.
ახალგაზრდები ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად გურჯაანელ თანამოაზრეებსაც იწვევენ.