


გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლი ,,ისტორიის გაკვეთილი” გაიმართება
29 ნოემბერს, 17:00 საათზე გურჯაანის კულტურის ცენტრში
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება სპექტაკლი ,,ისტორიის გაკვეთილი”, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისას იუნკერთა მიერ გამოჩენილ გმირობას მოგვითხრობს.
დასწრება თავისუფალია.
საზოგადოებასა და მოზარდებში ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების წინ წამოწევის მიზნით, იგეგმება წარმოდგენის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბანაკში გამართვა.