გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოციალური სფერო ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარით დაფინანსდება

 

გურჯაანის მერიის 2025 წლის სოციალურ პაკეტი 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 
მუნიციპალიტეტში მომდევნო წელსაც 19 პროგრამა დაფინანსდება, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველობა მოქალაქეებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარება.
საფინანსო სამსახურის უფროსის განმარტებით, 2025 წლის სოციალური პაკეტის დაფინანსება გაზრდილია და ხალხის საჭიროებებს მაქსიმალურად პასუხობს.