გურჯაანს ახალი 21 მეტრიანი ნაძვის ხე აქვს

 

გურჯაანს ახალი 21 მეტრიანი ნაძვის ხე აქვს-ქალაქში საახალწლო სამზადისი დაიწყო.
ნაძვის ხის აწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ის ტრადიცილად, ნონეშვილის გამზირზე განთავსდება.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსის განმარტებით, წელსაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებთან ერთად გარე უბნებიც მოირთვება. ახალი ნაძვის ხე კი საზეიმოდ დეკემბრის მეორე ნახევარში განათდება.
გურჯაანში საახალწლო ღონისძიებები რამდენიმე დღე გაგრძელდება.