


გურჯაანში 25 შშმ მოქალაქეს საჩუქრად ეტლი გადაეცა
გურჯაანში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე 25 პირს საჩუქრად ეტლი გადაეცა. საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა-კოპაძემ და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა სოფიო ქუმსიაშვილმა გურჯაანის ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში მოსულ ბენეფიციართა ოჯახის წევრებს ამერიკული დონორი ორგანიზაციის დახმარებით მიღებული სპეციალური საჭიროების ეტლები გადასცეს. გარდა ამისა, 2 საბავშვო ბაღისთვის სათამაშოები, სიღარიბის ქვეშ მყოფი 10 ოჯახისთვის კი მაღალი ხარისხის სეზონური ტანსაცმელი შეიძინეს.