


გურჯაანში კომისიების ხელმძღვანელთა და წევრთა ტრენინგები ტარდება
26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობას, სრულიად განსხვავებული - ელექტრონული წესით აირჩევს, რისთვისაც მუნიციპალიტეტებში, კომისიების ხელმძღვანელთა და წევრთა ტრენინგები ტარდება. როგორც გურჯაანის მეთორმეტე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაია ჩუთლაშვილმა განაცხადა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის სრული მზაობაა, რათა პროცესმა სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩაიაროს.