


გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის" დახურვის ცერემონია გაიმართება
გურჯაანში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის-"გურჯაანი მეღვინეობის ქალაქი" დახურვის ცერემონია გაიმართება. სიმპოზიუმში მონაწილეობას ქართველ მოქანდაკეებთან ერთად, უცხოელებიც იღებენ. ისინი სპეციალური კომისიამ შეარჩია.
კომპოზიციების შექმნამდე სიმპოზიუმში მონაწილე მოქანდაკეები სხვადასხვა აქტივობით გაეცნენ მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობებს და ისტორიას, რაც მათ თემატიკის გააზრებასა და შესრულებაში დაეხმარათ.
შექმნილი კომპოზიციები სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დაიკავებს ადგილს და დამთვალიერებელს მათი ნახვა ნებისმიერ დროს შეეძლება.