გურჯაანში შშმ პირებს პერსონალური ასისტენტები საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარებიან

 

პერსონალური ასისტენტის სოციალური პროგრამა გურჯაანის მერიაში-ადგილობრივი ხელისუფლება 2025 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დახმარების ახალ მიმართულებას დანერგავს.
სერვისის მიზანია შშმ პირებმა დამოუკიდებლად იცხოვრონ და საზოგადოებაში მეტად ინტეგრირებულები იყვნენ.
პერსონალური ასისტენტი მათ სახლში ესტუმრება და საოჯახო საქმეების მოგვარებაში დაეხმარება ასევე უზრუნველყობს დასაქმებული შშმ პირების სამსახურამდე მიყვანას და სხვა.