გურჯაანში ძლიერი ქარისგან იყენებულ ზარალს ითვლიან

 

გურჯაანში სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა გრძელდება.
ბოლო მონაცემებით, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაახლოებით 80 სახლის სახურავი დააზიანა.
მახეთის მხარის რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ, მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნეს, რომ ზარალის შესწავლის დასრულების შემდეგ ქარისგან დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით შესაბამისი ზომები გატარდება.
5 ნოემბერს ძლიერმა ქარმა კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა, ძლიერი ქარის გამო დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც.