დავით ქევხიშვილი ევროპის ფედერაციის აღმასკომის წევრად და სპორტულ დირექტორად აირჩიეს

 

ევროპის ძიუდოს ფედერაციის კონგრესმა სახელოვანი ქართველი სპორტსმენი დავით  ქევხიშვილი ამავე ორგანიზაციის აღმასკომის წევრად და სპორტულ დირექტორად აირჩია. 
ფილას საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელ გელა დალაქიშვილის განმარტებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ძიუდოს კავშირის აღმასრულებელ  კომიტეტში ასეთი  მაღალი  თანამდებობა საქართველოს წარმომადგენელმა, დავით ქევხიშვილმა დაიკავა, რაც  ქართული ძიუდოს აღიარებასა  და გამარჯვებას ნიშნავს.