


დედოფლისწყაროში ხუთი კორპუსის ფასადს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
დედოფლისწყაროში ჰერეთის ქუჩაზე არსებული კორპუსების ფასადების (ე. წ. მიკრორაიონი) რეაბილიტაცია დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 2 533 000 ლარია და მას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მოადგილესთან, გელა სამუკაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, სოლომონ ღორაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ე. წ. ,,მიკრორაიონის“ ხუთივე კორპუსის ფასადების რეაბილიტაცია მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.