"დელტამ" ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა

 

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო სუპერლიგის მეშვიდე და მერვე ტურის კალენდარული მატჩები, გურჯაანის "დელტამ" დიდი აღმავლობით ჩაატარა და ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა.
 
ჯერ ჩემპიონატის ერთ-ერთ უძლიერესი გუნდი ბათუმის "ბათუმი" 6 ქულის სხვაობით 82-76 დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად გაგრის "ამრას" სძლია და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა.