

დღეს აბიტურიენტებმა ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტებმა ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს ყურადღებით გაეცნონ საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას - ცენტრის მისამართსა და გამოცხადების დროს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც აბიტურიენტები აგვიანებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.