


ერეკლე მეფის ძეგლი კახეთის გზატკეცილზე
კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეფის ძეგლის განთავსებაზე 955 ათასი ლარი დაიხარჯება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს თანხა ფინანსთა სამინისტრომ კულტურის სამინისტროს სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოუყოს. კულტურის სამინისტროს მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრების მიხედვით, ძეგლის დამზადებისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალა. კახეთის გზხატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლის განთავსების იდეა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მონუმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ განთავსდება.