ერთი კვირის განმავლობაში კახეთში თბილი და მშრალი ამინდი შენარჩუნდება

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში კახეთში თბილი და მშრალი ამინდი შენარჩუნდება.
ჰაერის ტემპერატურა დღისით 13-15, ღამით კი 2-7 გრადუსი იქნება.
მთიან მუნიციპალიტეტებშიც თბილი და ნოტიო ამინდია მოსალოდნელი, თერმომეტრი დღისით 7-12-ს, ღამით კი -2+3 გრადუსს დააფიქსირებს.