"ვარდისფერი ოქტომბერი" ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა

 

"ვარდისფერი ოქტომბერი" ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. კამპანიის მიზანია ძუძუს კიბოს დაავადების ნაადრევი დიაგნოსტირება და სკრინინგული კვლევების პოპულარიზაცია. 
მკერდის სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში, რომლის დროული მკურნალობა გამოჯანმრთელების შესაძლებლობას ზრდის. 
გურჯაანში სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონში" სკრინინგ პროგრამა 2009 წლიდან დაინერგა და დღემდე უფასოა.