


ზეთის ხილის გადამამუშავებელი საწარმო დედოფლისწყაროში
წარმოების გაზრდის მიზნით, კომპანია „სვანიხოს ზეთისხილი“ მუნიციპალიტეტში ახალი ქარხანის მშენებლობას იწყებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ზეთისხილის ახალი საწარმოს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა კომპანიის “ ხელმძღვანელ გიორგი სვანიძესთან ერთად ჩაუშვა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მშენებლობა 9 თვეში დასრულდება და ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის სრული მოსავლის გადამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ამ კულტურის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში;
გარდა ამისა, შეიქმნება დამატებით 250-მდე სამუშაო ადგილი და უმეტესად ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.