თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა

 

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. 
 კახეთში ერთადერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა ახალი სასწავლო წელი დაიწყო. უნივერსიტეტს წელს 300-ზე მეტი პირველკურსელი ჰყავს, რომლებიც სწავლას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებებით დაიწყებენ.