თელავის მუნიციპალიტეტში კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ოჯახებს დაეხმარებიან

 

თელავის მუნიციპალიტეტში კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის ფარგლებში 48 ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა, ბავშვებს კი სასკოლო ნივთები გადაეცემათ. 
დღეს თელავსა და ნაფარეულში მოქალაქეებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ესტუმრნენ და პროგრამის ბენეფიციარებს ამანათები პირადად გადასცეს. 
პროექტი მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. სოციალური პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 000 ლარით ფინანსდება.