


თელავში ავარიით ქალი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში. ავარიით ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტიკ-ტოკზე ცნობილი მარია.
შემთხვევა ალაზნის გამზირზე მოხდა. ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.