


თელავში ფეხბურთის ახალი მოედანი გაიხსნა
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და 2 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
სათადარიგო სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. აქ მოეწყო ახალი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, სარწყავი, სადრენაჟო და განათების სისტემები.მაყურებელთა ტრიბუნა, შშმ პირებზე ადაპტირებული ადგილების გათვალისწინებით, 400 ადამიანს იტევს.
სტადიონი უმაღლესი ლიგის თამაშებს უმასპინძლებს. პირველი მატჩი კი „თელავსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ 19 წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართა.