თელავში ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის მიერ, 40 წლის წინ დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

 

პირველ საღამოზე მსმენელის წინაშე წარდგნენ ვირტუოზი მევიოლინე სვეტლინ რუსევი, სახელგანთქმული პიანისტი ანდრეა ლუკეზინი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.

ფესტივალის ფარგლებში, თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში მოეწყო სპექტაკლი ,,სევილიელი დალაქი“.

საიუბილეო ღონისძიებები თელავში 29 სექტემბრამდე გასტანს და ელისო ვირსალაძის კონცერტით დასრულდება.