


თელავში ცხრა საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლა-ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს
თელავში 900 წლოვანი ჭადრის ხის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების მიზნით, ყოველწლიური სხვლა და ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საუკუნოვანი ჭადრის ხის სხვლისა და ფორმირების სპეციალური სამუშაოები გულისხმობს ხმელი ტოტების მოჭრას, ამონაყარის ოპტიმიზაციას, არასწორად მზარდი ტოტების, ასევე გადამკვეთი და ხახუნა ტოტების მოცილებას და ჰაეროვნების ნათელი სივრცის შექმნას.
სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ხის შიდა გრუნტის დამუშავებას, დასუფთავებასა და ახალი გრუნტით შევსებას(ფესვთა ყელის და შტამბის სადგარის არეალში).
არსებული ფიზიკო-ქიმიური ანალიზის, ფიტოსანიტარული მონიტორინგისა და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, სხვლისა და ფორმირების სამუშაოების დასრულების შემდეგ, 900 წლოვანი ჭადრის ხე ფიტოსანიტარულად დამუშავდება.
ჭადრის ხის სხვლა-ფორმირებისა და დაკავშირებული სამუშაოები 22 000 ლარით ფინანსდება.