თელავში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

 

თელავში ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. ამჯერად სამუშაოები 300 მეტრის მანძილზე ჩატარდება.
დასრულების ეტაპზეა ამ მონაკვეთში მდებარე სკვერის რეაბილიტაცია, სადაც მოსასვენებელი სივრცეები, ფანჩატური და ახალი გარე განათება მოეწყო.
ჭავჭავაძის გამზირის 1 083 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. სამუშაოებზე 2 მილიონ ლარზე იხარჯება.