


"ისტორიის გაკვეთილი"- გურჯაანის კულტურის ცენტრში სპექტაკლი გაიმართა
"ისტორიის გაკვეთილი"- გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა რეჟისორ ანდრია ვაჭრიძის ხელმძღვანელობით დადგმული სპექტაკლი, რომელიც 1921 წლის ქართველი იუნკერების გმირობის შესახებ ბრძოლის დროს მოგვითხრობს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, დეკანოზ ნიკოლოზ ტატუაშვილის განმარტებით, სპექტაკლი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის, რომლის ძირითადი მიზანიც მოსწავლე-ახალგაზრდობაში ტრადიციული, ეროვნული ფასეულობების დამკვიდრებას წარმოადგენს.