იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები კახეთში

 

აღმოსავლეთ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშიში მავნებლის - იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკით უკვე დამუშავებულია 12 ათასი ჰა ფართობი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველები მავნებლის გავრცელების არეალს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენენ. სააგენტო სახელმწიფო პროგრამას ყოველწლიურად ატარებს. მათი ინფორმაციით, წელს იტალიური კალიის რაოდენობა შემცირებულია. იტალიური კალია საშიში მავნებელია, რომელიც აზიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, ანადგურებს მწვანე საფარს და ნარგავებს.