კალაურში  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ  კალაურში  წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის  რეაბილიტაცია   დასრულდა.   გამოიცვალა  კრამიტის სახურავი  და გარშემო  მოეწყო  სარინელი. 

VI-VII საუკუნეებით დათარიღებულ  ტაძარს  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2020  წელს მიენიჭა.
 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ,თამაზ მარკოზაშვილის განმარტებით, იგი  ერთადერთი ეკლესია, რომელზეც  წმინდა ნინოს ფრესკა სრულადაა გამოსახული  და   ასომთავრული  წარწერა „ნინო“ ამშვენებს.