"კახეთი-იონს" საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატები გადაეცემა

 

სამედიცინო ცენტრ "კახეთი-იონს" საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატები გადაეცემა.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ ცანკაშვილის განმარტებით, ევროპელ მედიკოსთა მისიის მიერ, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ულტრათანამედროვე დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობაზე ინტენსიური დაკვირვება, რაც შესაბამისი სერტიფიკატის მინიჭებით დასრულდა.
ამჟამად აქტიური და ნაყოფიერი მუშაობა მენეჯმენტის სერტიფიცირების პროცესზე მიმდინარეობს.