


კახეთში 146 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
კახეთში 146 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, მათ შორის 60 ათას ტონამდე რქაწითელი, 68,5 ათას ტონამდე კი საფერავი.
დედოფლისწყაროში რთველი თითქმის დასრულდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში კი ახლა დაიწყო.
საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობენ. ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახემ დააბინავა. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 197 მლნ ლარს აღწევს.
რთველი კახეთში კიდევ ორი კვირა გაგრძელდება.