კახეთში იმიტირებული არჩევნები იმართება

 

იმიტირებული არჩევნები კახეთში. კენჭისყრა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა. დღეს სპეციალურად გაიხსნა საარჩევნო უბნები, სადაც ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს დეტალურად უხსნიდნენ რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ იმიტირებული კენჭისყრის მიზანია მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.