


კახეთში სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიხსნა
კახეთში სტუდენტებისთვის ტექნოლოგიური ბანაკი გაიხსნა . მიზანი წარმატებული სტუდენტების სტარტაპ საქმიანობით დაინტერესება და მათ შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა, ასევე მათთვის GITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ბენეფიტებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაა. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები და გუნდური სამუშაოები, რის შემდეგაც მონაწილეები შეძლებენ, ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას.