კახეთში, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2024“ გაიმართა.

 

ღონისძიებას რვავე მუნიციპალიტეტის ჩართულობით თელავმა უმასპინძლა.
 ,,ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
ერეკლე II-ის მოედანზე კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოეწყო შემდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, ადგილობრივმა მეწარმეებმა გამოფინეს საკუთარი პროდუქცია, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენს.
ღონისძიება თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.
ფესტივალზე გამოვლინდა 2024 წლის საუკეთესო ჭაჭის წარმოებლები, ისინი შესაბამისი მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე დასახელდა კრეატიული მუნციპალიტეტი.