


კახეთში ყურძნის დიდი ნაწილი დაბინავებულია.
რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, რეგიონში 205 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა.
ამ დროის მონაცემებით, მოსავალი 15 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რეალიზაციით მიღებული შემოსავალი კი 287 მლნ ლარს აღწევს.
ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად არის ჩართული კერძო და სახელმწიფო საწარმოები.