კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კახეთის სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
 

კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო. ასევე შეხვდა მწვრთნელებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს.
შალვა გოგოლაძემ ადგილზე მოისმინა, რა სჭირდება დღეს კახეთის რეგიონში სპორტის განვითარებას.
იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.
პრობლემების გამოკვეთის შემდეგ დაიგეგმა ახალი პროექტებიც.